საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

28 დეკემბერი, 2020

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -23.9 მლრდ აშშ დოლარი (-78.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -146.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 209.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.0 მლრდ აშშ დოლარია (36.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 353.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.9 მლრდ აშშ დოლარი (114.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 563.2 მლნ აშშ დოლარით მეტია.

სხვა სიახლეები