საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

08 აპრილი, 2014

2014 წლის 8 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.950 პროცენტით, მაქსიმალური 8.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.017 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 7.750 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები