საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

16 აპრილი, 2014

2014 წლის 16 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-10.255 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 9.500 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები