საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

07 მაისი, 2014

2014 წლის 7 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 16 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.460 პროცენტით, მაქსიმალური 11.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-11.590 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 11.600 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები