საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 4 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.700 პროცენტით, მაქსიმალური 10.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.890 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.