საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 11 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცეტნით, მაქსიმალური 7.820 პროცეტნით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.789 პროცეტნით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 8.000 პროცეტნს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.