საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 16 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.520 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.514 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 9.514 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
„ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხლშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 41 087 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 9.514 პროცენტით. მონაწილეობა მიიღო ათმა კომერციულმა ბანკმა.