საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 6 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 20 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.000 პროცენტით, მაქსიმალური 11.320 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.096 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 11.600 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.