საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 3 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 28 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.320 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.284 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.514 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.