საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 10 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 23 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.320 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.232 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 7.250 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.