საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 5 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 28 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.500 პროცენტით, მაქსიმალური 10.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.603 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.600 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.