საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 12 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 23 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.680 პროცენტით, მაქსიმალური 6.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.685 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 6.625 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.