საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 3 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 20 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950 პროცენტით, მაქსიმალური 9.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.963 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.514პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.