საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 17 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 28 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.900 პროცენტით, მაქსიმალური 7.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.963 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 6.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.