საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

14 იანვარი, 2015

2015 წლის 14 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 59 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.590 პროცენტით, მაქსიმალური 6.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.674 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 6.625 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები