საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 28 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 800 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.980 პროცენტით, მაქსიმალური 9.240 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.054 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 9.054 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
„ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხლშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 49 998 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 9.054 პროცენტი. მონაწილეობა მიიღო ათმა კომერციულმა ბანკმა.