საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 4 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 17 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.380 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.464 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.500 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.