საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

11 თებერვალი, 2015

2015 წლის 11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 55 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.670 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.124 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 7.124 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

„ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხლშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 49 998 000  ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 7.124%.  მონაწილეობა მიიღო ათმა კომერციულმა ბანკმა.

სხვა სიახლეები