საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 25 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 950 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.280 პროცენტით, მაქსიმალური 9.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.428 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.054 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.