საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 11 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 185 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.070 პროცენტით, მაქსიმალური 7.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.429 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 7.124 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.