საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 18 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.700 პროცენტით, მაქსიმალური 9.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.908 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.054 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.