საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

07 აპრილი, 2015

2015 წლის 7 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 26 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.390 პროცენტით, მაქსიმალური 7.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.559 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 7.500 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები