საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 15 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.950 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-10.263 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.250 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.