საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 6 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 24 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650 პროცენტით, მაქსიმალური 8.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.254 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.