საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 27 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 12 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.300 პროცენტით, მაქსიმალური 14.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.770 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.