საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

03 ივნისი, 2015

2015 წლის 3 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 21 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.440 პროცენტით, მაქსიმალური 9.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.142 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები