საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

08 ივლისი, 2015

2015 წლის 8 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.450 პროცენტით, მაქსიმალური 12.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-10.746 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 10.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები