საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 15 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13,900 პროცენტით, მაქსიმალური 14,450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-14,337 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 14,375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.