საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 5 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 38 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.200 პროცენტით, მაქსიმალური 12.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.652 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.750 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.