საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 23 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 18 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.050 პროცენტით, მაქსიმალური 14.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.175 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.