საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 7 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 4 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 6 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.750 პროცენტით, მაქსიმალური 13.800 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.770 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 10.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.