საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2015 წლის 2 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 800 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.920 პროცენტით, მაქსიმალური 13.440 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.201პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 10.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.