საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2016 წლის 13 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.400 პროცენტით, მაქსიმალური 13.880 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.757 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 13.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.