საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

24 თებერვალი, 2016

2016 წლის 24 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 13 266 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 15,250 პროცენტით, მაქსიმალური 15,750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 15,478 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10,500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები