საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2016 წლის 9 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13,240 პროცენტით, მაქსიმალური 13,420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13,355 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 13,375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.