საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

11 მაისი, 2016

2016 წლის 11 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2- წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.330 პროცენტით, მაქსიმალური 10.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.791 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 13.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები