საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2016 წლის 8 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 900 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,700 პროცენტით, მაქსიმალური 8,390 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7,972 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 8,000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.