საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2016 წლის 3 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 56 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,100 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7,208 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.