საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2016 წლის 17 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8,050 პროცენტით, მაქსიმალური 8,230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8,095 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.