საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

07 სექტემბერი, 2016

2016 წლის 7 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.690 პროცენტით, მაქსიმალური 6.920 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.871 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი  8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები