საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.490 პროცენტით, მაქსიმალური 7.650 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.555 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.