საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
16 ნოემბერი, 2016
2016 წლის 16 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების
აუქციონზე 20 000 000 ლარის
ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 000 000 ლარი. მინიმალური
საპროცენტო განაკვეთი 8.150 პროცენტით, მაქსიმალური 8.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.283 პროცენტით
განისაზღვრა.
კუპონური
განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს
თვეში.