საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

25 იანვარი, 2017

2017 წლის 25 ინვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.880 პროცენტით, მაქსიმალური 9.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.938 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები