საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.220 პროცენტით, მაქსიმალური 8.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.228 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.