საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

13 სექტემბერი, 2017

2017 წლის 13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 61 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.395 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები