საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
17 იანვარი, 2018
2018 წლის 17 იანვარს, ფინანსთა
სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის
ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 520 000 ლარი. მინიმალური
საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.370 პროცენტით
განისაზღვრა.
კუპონურმა
საპროცენტო განაკვეთმა 9.375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ,
ყოველ ექვს თვეში.