საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2018 წლის 13 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 72 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.451 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.