საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

27 ნოემბერი, 2018

2018 წლის 27 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.380 პროცენტით, მაქსიმალური 7.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.426 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა ოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები