საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 385 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.020 პროცენტით, მაქსიმალური 7.060 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.032 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.