საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

26 თებერვალი, 2019

2019 წლის 26 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 239 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.290 პროცენტით, მაქსიმალური 7.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.356 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები